დღეს, სასტუმრო ”ქორთიარდში” პროგრამა USAID -ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ენერგეტიკის დარგში ტრეინინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკული კომპანიების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეთა მიერ ხელი მოეწერა ტრეინინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეხვედრაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმოადგენდა ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი მარიამ ვალიშვილი, -"აღსანიშნავია, რომ პროგრამა USAID -ის მეშვეობით, აღნიშნული ცენტრის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ენერგეტიკის დარგში განხორციელდეს სამომავლოდ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის იმ ძირითადი პრიორიტეტების განხორციელებას, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, დარგის მდგრადი განვითარება და სხვ."- განაცხადა ვალიშვილმა